ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ქალი მე-9 სართულიდან გადავარდა

ქუთაისში 70 წლამდე ასაკის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.

 

თვითმხილველების თქმით, ქალი მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

 

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაკითხვა 461 ჯერ

სიახლეები