ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის  წყაროს დაზუსტება მიმდინარეობს.

"გუშინ 1400-მდე ნიმუში აიღეს. 70 ნიმუშია აღებული კარავში და მათ შედეგებს ელოდებიან",- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძე.

 

დღეიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილ კარავს აიღებენ და მოქალაქეების ტესტირება ე.წ. ცხელების ცენტრში გაგრძელდება. ქუთაისში გასული ხუთი დღის განმავლობაში ასამდე შემთხვევა გამოვლინდა.

წაკითხვა 376 ჯერ