ქუთაისის მერიაში მწერალ ავთანდილ ყურაშვილს უმასპინძლეს

მეგობრებო, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ მწერალ ავთანდილ ყურაშვილს ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები მიულოცეს.


ავთანდილ ყურაშვილს ამ დღეებში საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია გადასცა, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. პოეტმა ქრისტიანული პოეზიის X ფესტივალის „წმინდა ნინოს ჯვარის“ მთავარი პრიზიც მოიპოვა.


„ვულოცავთ ბატონ ავთანდილ ყურაშვილს მორიგ აღიარებას. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი თანაქალაქელია, ჩვენი თანამედროვე. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და თანადგომას ყოველთვის გამოხატავდა და კვლავ ასე გააგრძელებს,“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.


მწერალს ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

წაკითხვა 421 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.