March 29, 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართა.

 

მონაწილეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალური, ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა პროექტები წარუდგინეს.

დამსწრეებმა ღია კენჭისყრით 3 პროექტი გამოავლინეს, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარედგინება.

საბავშვო ბაღებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ატრაქციონების მონტაჟი; ფასადების, ტროტუარებისა გარე განათების საკითხები და დამხმარე მეურნეობა - ეს ის პროექტებია, რომელსაც ფორუმის მონაწილეებმა მხარი ღიად დაუჭირეს.

მოსახლეობის ფორუმის მიზანია მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ გამოევლინონ ქალაქში არსებული პრობლემები და შეძლონ მათი გადაჭრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით.

2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი 53 მილიონი იქნება. 

მერიის ცნობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სახალხო განხილვები კვლავ გაგრძელდება და მასში მოსახლეობას აქტიურად ჩართვის საშუალება მიეცემა.

 

წაკითხვა 786 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 10 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.