ამ გვერდის ამობედვა

სენაკში, სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

 

ინფიცირებული პედაგოგი და მოსწავლეები რუხის კლინიკაში მკურნალობენ.

 

დღეს სკოლაში 150 ტესტის პასუხს ელოდებიან.

წაკითხვა 423 ჯერ