ამ გვერდის ამობედვა

,,ქუთაისელი ახალგაზრდები შვილმოკლული მამების გვერდით ვდგავართ, ვგმობთ უსამართლობას და არაადამიანურ ქმედებებს"-აქციის ორგანიზატორი

,,არა უსამართლობას’’, ,,სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს’’ - ამ და სხვა ლოზუნგებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და სამართალდამცველების ქმედება დაგმეს.

,,ქუთაისელი ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოგვეცხადებინა სარალიძეებისა და მაჩალიკაშვილების ოჯახებისთვის. ჩვენ შვილმოკლული მამების გვერდით ვდგავართ, ვგმობთ უსამართლობას და არაადამიანურ ქმედებებს. 50-მდე ახალგაზრდამ გამართა აქცია. ვიმედოვნებთ, კიდევ შემოგვიერთდებიან’’-განმარტა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა- თედო მესხმა firstnews.ge-სთან საუბარში.

შეკრების ორგანიზატორების თქმით, აქციები, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება და უფრო მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა.

წაკითხვა 905 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2018

სიახლეები