ამ გვერდის ამობედვა

ბაღდათში, ტყეში გაჩენილი ხანძრის  დასახლებულ ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. მეხანძრე-მაშველები ვარაუდობენ, რომ ცეხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.

წაკითხვა 821 ჯერ

სიახლეები