ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კოვიდინფიცირებული პირველი კლასის მოსწავლეა.

 

მოსწავლის დაინფიცირების გამო, სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაინფიცირებული მოსწავლის მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

სკოლის დირექტორის ირმა შველიძის ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო უკვე დადგენილია და პირველკლასელს ახალი კორონავირუსი დედისგან გადაედო.

წაკითხვა 549 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 05 2020