ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ჰოსპიტალი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. 
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, ცენტრი კვალიფიციური კადრებითა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით იქნება გამორჩეული.
 
სამხედრო  ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. მისი მშენებლობისთვის  4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 
წაკითხვა 1689 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 15 2018

სიახლეები