March 28, 2024

ნათია თურნავა იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ნათია თურნავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კლდეეთს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან, აზერ მამმადოვთან ერთად ესტუმრა.



ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა მათი სოფლების გაზიფიცირების პროექტის წარმატებით დასრულება. სოფელ გოგნიში მცხოვრები 205 მოსახლე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით, რისთვისაც აშენდა 20 456 გრძივი მეტრი გაზსადენი. რაც შეეხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო კლდეეთს, სოფლის 216 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.



მთლიანად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 5 დასახლებული პუნქტი და 900-მდე ოჯახი.



ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 21 დასახლებული პუნქტი და 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ორ დასახლებულ პუნქტში, სადაც 200-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.



მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა გეგმის მიხედვით საქართველოს გაზიფიცირების 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება.

წაკითხვა 465 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.