March 29, 2024

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი პოლიციაში იმყოფება

,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე პოლიციის შენობაში იმყოფება.

 

როგორც ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზესტაფონში, ბაღდათში, ტყიბულსა და თერჯოლაში სამსონ გუგავამ განაცხადა, გამოკითხვა ქუთაისის N37-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
 
,,ქუთაისის N37-ე საარჩევნო უბნიდან დაგვირეკეს, რომ უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. მივედით მე და ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე. ადგილზე დაგვხვდნენ ზონდერები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. ახლა ირაკლი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება,"-განაცხადა სამსონ გუგავამ.
წაკითხვა 417 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.