ამ გვერდის ამობედვა

იმერეთის გუბერნატორი ,,ნაციონალურ მოძრაობას'' დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ , ქუთაისის მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. გუბერნატორი ქართველი სამხედროების ჰააგის სასამართლოზე წარდგენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

 

,,ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩემთვის, როგორც ამ ომში მონაწილე ვეტერანისათვის, ეს იყო შეურაცხმყოფელი განცხადება’’-აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.

იმერეთის გუბერნატორის თქმით, ჰააგის სასამართლოს წინაშე არა ქართველი სამხედროები, არამედ ის ოკუპანტები და დივერსანტები წარსდგებიან, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე  დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა განახორციელეს.

წაკითხვა 1136 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2018

სიახლეები