"თითოეულმა ქუთაისელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში"

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ქალაქ მუზეუმისა და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებისას კანდიდატი მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა და დღევანდელი პოლიტიკუ-ეკონომიკური და პანდემიური რეალობის ფონზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, ამასთან, განუმარტა მისი კანდიდატურისა და პროგრამის უპირატესობა.

 

"ქუთაისი ქალაქია თავისი ღირსებით და ნაკლით, მიღწევებით, პრობლემებით და სოციუმით, რომელსაც აქვს საკუთარი კოლორიტი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ცხოვრების ერთობა. სწორედ ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი არსი, რომ ეს სოციუმი, მოქალაქეთა ერთობლიობა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი ქალაქით და თავადვე მიიღონ მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.აღნიშნულ ინფორმაციას მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

წაკითხვა 369 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.