მარტი 19 2022 წაკითხვა 413 ჯერ

ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმის - „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ - წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 17-18 მარტს განახორციელეს პროექტი: ზემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესებში“.

 

პლატფორმის წევრებმა შეხვედრები გამართეს დაბა მესტიისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ანალოგიური შეხვედრები გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

საინფორმაციო შეხვედრებზე პლატფორმის წარმომადგენლებმა განიხილეს ნატო-ს ისტორია და მისი დღევანდელი საქმიანობა, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. ასევე, მოეწყო დისკუსიები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი სირთულეების, საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობისა და რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული მითების შესახებ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების წარმატებული რეალიზების პროცესში. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტი.

 

პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და კვლევითი  ორგანიზაცია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP).

გვერდი 22 სულ 66
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.