March 29, 2024

გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაო დაასრულა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსი სრულად იქნება დაცული ზამთრის პერიოდში, პარალელურად კი აქტიურად გაგრძელდება მუდმივი გადახურვისთვის საჭირო კრამიტის დამზადება.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეკვეთილი კრამიტის ყველა პარტიას ჩაუტარდება დამატებითი ექსპერტიზა და სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხურება.

 

„გელათის ამჟამინდელი, დროებითი გადახურვის სამუშაოები შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარვეზების გამოსწორების საგარანტიო ვადის ფარგლებში განახორციელა და მასში სახელმწიფოს დამატებითი თანხა არ გადაუხდია.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამონასტრო კომპლექსზე ხარვეზების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა. ფონდმა კომპლექსზე დეფექტების გამოსწორება დაავალა როგორც კონტრაქტორ, ისე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიას, რასაც ითვალისწინებს მათთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთწლიანი საგარანტიო ვადა.

 

მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად ეტაპობრივად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, რათა დროულად გამოსწორდეს სამონასტრო კომპლექსზე არსებული ხარვეზები“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

წაკითხვა 369 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.