,,პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, საპრეზიდენტო არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა''-არქიმანდრიტი იოანე

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ განაცხადა.

"მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში", - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში ამომრჩეველმა არჩევანი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთოს.

წაკითხვა 1104 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.