ევროკავშირი ვაქცინების ექსპორტზე კონტროლს აწესებს

ევროკომისიამ მიიღო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი“ ავრცელებს.

შეზღუდვა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანას, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, შეერთებულ შტატებს, კანადასა და ავსტრალიას შეეხება.

 

ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განმარტა, რომ არსებობს იმ ქვეყნების გრძელი ჩამონათვალი, რომლებიც ახალი ზომებისგან თავისუფლდებიან. ამ ქვეყნებში შედიან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნები, შვეიცარია, ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო, ბალკანეთის ქვეყნები, COVAX სქემის მონაწილე 90-ზე მეტი ქვეყანა.

 

ახალი რეგულაცია ძალაში მარტის ბოლომდე დარჩება.

 

შეგახსენებთ, ევროკავშირს ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca- სთან ვაქცინის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება აქვს მას შემდეგ, რაც კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წარმოებაში შექმნილი პრობლემების გამო, ევროკავშირისთვის ვაქცინის შეპირებული რაოდენობის მიწოდებას ვერ შეძლებდა და გაერთიანებულ სამეფოში დამზადებული დოზები, ქვეყანასა და კომპანიას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, იქვე დარჩებოდა.

წაკითხვა 456 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.