ამ გვერდის ამობედვა

რომის პაპმა, ისტორიაში პირველად, სინოდის მდივნად ქალი დანიშნა

რომის პაპმა, პირველად ისტორიაში, ეპისკოპოსთა სინოდის მდივნად ქალი დანიშნა.

ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ცნობით, ნატალი ბისქარტი წარმოშობით საფრანგეთიდან არის. იგი პონტიფეს მრჩეველი იქნება და სინოდთან ერთად კათოლიკურ ეკლესიაში ყველაზე საკამათო საკითხებს განიხილავს.

 

ბისქარტი სინოდთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, როგორც კონსულტანტი.

 

სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეჩმა განაცხადა, რომ ბისქარტის დანიშვნამ ვატიკანისათვის "ახალი კარი" გახსნა.  მან აღნიშნა, რომ პაპის ეს გადაწყვეტილება მოწმობს მის სურვილს, ეკლესიის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა  ჩართულობა გაიზარდოს.

წაკითხვა 439 ჯერ

სიახლეები