ამ გვერდის ამობედვა

მეუფე შიომ ლოცვის ძალაზე იქადაგა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ ლოცვის ძალაზე ისუბრა.

მან სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე მისულ მრევლს მიმართა და სახარებისეული ამბის განმარტება შესთავაზა. 

 

მისი თქმით, დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი ცოდვებზე ფიქრისა, სინანულის, განსაკუთრებული ლოცვისა, ცოდვათაგან განწმენდისა და ბრწყინვალე აღდგომის შეხვედრისა.

 

ეს სათნოა, ეს არის სწორი განწყობა იმისთვის, რომ მოვიდეს ჩვენთან და აგვიხილოს ჩვენ სულიერი თვალნი, ვინაიდან ჩვენ, ყველას, სიბრმავე გვაქვს (პირველ რიგში, ეს არის სულიერი სიბრმავე) და მოვიდეს ჩვენთან, გვაცხონოს და შეგვიყვანოს ჩვენ სასუფეველში, რომელიც მოდის ადამიანის გულში აი, ამ სიმდაბლის, ამ გულითადი ლოცვის გამო, სასუფევლისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი დ თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ, - მიმართა მეუფე შიომ მრევლს.

წაკითხვა 396 ჯერ

სიახლეები