"წმინდა სინოდმა პატრიარქის განკვეთის საკითხი უნდა განიხილოს" - პეტრე ცაავა

წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა იყოს განხილული ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი და აღდგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე, ასევე განხილული უნდა იყოს პატრიარქის განკვეთის საკითხი, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მღვდელმთავარმა, პეტრე ცაავამ „ტვ პირველს“ განუცხადა.

მისი თქმით, პატრიარქმა მას ეპისკოპოსის წოდება უკანონოდ ჩამოართვა.

 

„უწმინდური, სოდომიტი პატრიარქი უკვე გასულია რჯულის კანონის ჩარჩოებიდან და მიტროპოლიტი პეტრე რჩება რჯულის კანონის ჩარჩოებში და მას არ დაურღვევია.  პირველ რიგში, უნდა იყოს განხილული ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი და აღდგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე როგორც უსამართლოდ და უკანონოდ, უწმინდური პატრიარქის ბრძანებით დასჯილი. შემდეგ უნდა იქნეს პატრიარქის განკვეთის საკითხი აუცილებლად და არა გადაყენების. რამეთუ, შეუძლებელია როგორც ცრუ პატრიარქი, „კაგებეს“ მიერ დანიშნული, ამ მძიმე ცოდვის ქვეშ მართავდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს. ეს არის ერის სირცხვილი.

 

მე მწამს, რომ ჩემი ღმერთი არის ჯვარცმული იესო ქრისტე, რომელმაც გოლგოთა გაიარა და ეს უსამართლო დევნა, ყვედრება და ჯვარცმა მიიღო სიმშვიდით. შევთხოვ უფალს, რომ ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება და ნებისმიერი ღვთისგან დაშვებული განსაცდელი ჩემზე, მივიღო სიმშვიდით და ღვთისაგან მადლიერებით“,- განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

წმინდა სინოდის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.

წაკითხვა 625 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 08 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.