"სინოდის დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ ვაქცინაციის საკითხიც განიხილება" - მეუფე დოსითეოსი
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა სინოდის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სავარაუდოდ სხდომაზე განსახილველ თემებს შორის ვაქცინაციის საკითხიც იქნება.
მეუფეს თქმით, მორწმუნეებს აინტერესებთ, რას ფიქრობს ეკლესია ვაქცინაციის საკითხზე.
„სამწუხაროდ, არ ვიცი, რა საკითხები იქნება სინოდზე გამოტანილი. ალბათ იქნება ის, რაც დღევანდელი გამოწვევაა, მათ შორის ვაქცინაცია, რადგან მორწმუნეებსაც აინტერესებთ, რა ხდება, როგორ ფიქრობს ეკლესია, სინოდი როგორ ფიქრობს. ნორმალურია რომ ეს საკითხი იყოს“, – აღნიშნა მეუფემ.
კითხვაზე, დღევანდელ სინოდის სხდომაზე განიხილება თუ არა მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხი, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ „არ დადგება ეს საკითხი“.
„მგონია, რომ ასე არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.
ამასთან, მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ არ იცის, სინოდის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება თუ არა პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძისა და ამასთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საკითხი.
„არც ამაზე მაქვს ინფორმაცია. არ ვიცი, დავუჭერ თუ არა მხარს, თუ კომისიის შექმნის საკითხი დადგება. თუ დადგება ეს საკითხი, მაშინ ვიფიქრებ“, – განაცხადა მეუფემ.
სინოდის სხდომა საპატრიარქოში 12:00 საათზეა დაგეგმილი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილისთვის
- ზოდიაქოს ის ნიშნები, რომელთათვისაც 2024 წლის მეორე ნახევარი ტრანსფორმაციისა და არაერთი სასიამოვნო სიახლის ეტაპი იქნება
- "ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა იმ ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა"
- "კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი"
- "ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს"