ამ გვერდის ამობედვა

რა საკითხები იყო განხილული სინოდის სხდომაზე - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხდებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო დავით გარეჯის, ასევე ვაქცინაციის თემა.

მისივე განმარტებით, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი შეათანხმეს მცირე დროში და რამდენიმე საათში, საპატრიარქო მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე განჩინებას გაავრცელებს.

 

„საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული, ყველაფერი ეს აისახება ოქმში, რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდა 35 მღვდელმთავარი.
წაკითხვა 386 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 11 2021