ამ გვერდის ამობედვა

"ჩამოერთვათ ხარისხი მოძალადე ეპისკოპოსს და ბერ-დიაკვანს" - რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია გუშინ, 6 მაისს რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას განცხადებით ეხმაურება.

 

ასოციაცია საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ მოძალადე სასულიერო პირებს საეკლესიო ხარისხი ჩამოერთვათ.

 

"როგორც ცნობილია გუშინ, 6 მაისს რუის-ურბნისის ეპარქიაში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) და მისმა თანმხლებმა ბერ-დიაკვანმა ილიამ რუის-ურბნისის მიტროპოლიტის, იობის(აქიაშვილი) თანდასწრებით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურს და თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგს დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს. 

 

გავრცელებული ინფორმაციით დეკანოზმა თეიმურაზმა ტვინის შერყევა მიიღო.

 

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და სასულიერო ხარისხი ჩამოერთვათ მოძალადე ეპისკოპოსს და ბერ-დიაკვანს.

 

აღვნიშნავთ იმასაც, რომ მსგავსი შემთხვევა იშვიათობას არ წარმოადგენს და მიუთითებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არასწორ საკადრო პოლიტიკასა და ქართული ეკლესიის ღრმა კრიზისზე", - აღნიშნულია განცხადებაში. 

წაკითხვა 549 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 07 2021