ამ გვერდის ამობედვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. ქრისტიანული საუფლო დღესასწაული, იმართება ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს.

ამ დღეს საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება.

 
 
სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს დაარსდა ქრისტეს ეკლესია. ამიტომ ამ დღეს ხშირად უწოდებენ ეკლესიის დაბადების დღეს, ეკლესიის შობის დღეს. საოცარი დღესასწაულია, მოციქულები რომელთაც ეშინოდათ ქრისტეს მტრების, იმალებოდნენ, გაურბოდნენ ჭეშმარიტების აღიარებს, რომელთაც ჯერაც ვერ ჰქონდათ გაცნობიერებული თუ ვინ იყო მათი მოძღვარი, სული წმინდის გარდამოსვლის შემდეგ უდიდესი მადლისა და წყალობის მატარებელნი შეიქმნენ. გარდამოვიდა სული წმინდა და მოციქულები აღივსნენ მადლით. გარდამოვიდა სულიწმინდა და მიციქულები აღივსნენ სიხარულით. გარდამოვიდა სული წმინდა და მოციქულებმა ქრისტეში შეიცნეს ღმერთი. სულიწმინდის გარდამოსვისთანავე მოციქულებმა დაიპყრეს მსოფლიო. მებადურებმა შეაღწიეს ყველა სამეფო დარბაზში, დაიკავეს მოწინავე ადგილები და ყველას სიხარულით უქადაგეს ჭეშმარიტება. სულიწმიდის მადლმა ისინი ქრისტეს მხედრებად აქცია. სულიწმიდის გარდამოსვლამ შეცვალა მთელი კაცობრიობა, სულიწმიდის გარდამოსვლამ დასაბამი მისცა დედაეკლესიის დაარსებას. სულიწმინდის გარდამოსვლამ სიყვარულის ცეცხლი აანთო ღმერთსა და ადამიანთა შორის. სულიწმინდის მადლმა ადამიანებს ასწავლა გზა ქრისტეს სასუფევლისკენ. უფალმა მოგვმადლოს მადლი სულისა წმინდისა, იხარეთ და იბედნიერეთ ქრისტეს რწმენით.
წაკითხვა 357 ჯერ