ამ გვერდის ამობედვა

საპატრიარქო მრევლს 5 ივლისს ქაშუეთის ტაძართან შეკრებისკენ მოუწოდებს

საპატრიარქო მრევლს 5 ივლისს 17:00 საათზე ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან შეკრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ა.წ. 5 ივლისს, 17 სთ.ზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

მათ შემაშფოთებელი და მიუღებელი უწოდეს ელჩებისა და ევროპარლამენტარების ნაწილის მხარდაჭერას ლგბტ თემის მიმართ და განაცხადეს, რომ ეს არის საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში ჩარევა და უფლებამოსილების გადამეტება.

 

წაკითხვა 361 ჯერ