ამ გვერდის ამობედვა

მრცხვენია კიდეც, ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო - ეპისკოპოსი საბა

ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ შეუძლებელია "სიყვარულზე დაფუძნებული ქრისტეს ეკლესია" ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდებდეს.

"მრცხვენია კიდეც, საერთოდ ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო, მაგრამ მწუხარების მონაწილე ვარ, ვიზიარებ ტკივილს.

 

ეკლესია ქრისტესი, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, როგორ შეიძლება საერთოდ ერთი სიტყვაც კი, მოწოდების, თუ ნებისმიერი კუთხით გამოიხატოს იმით, რომ...

 

ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი. მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და სამწუხაროდ, თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას" - ამბობს ეპისკოპოსი საბა. 

წაკითხვა 491 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 11 2021