ამ გვერდის ამობედვა

მართლმადიდებელი სამყარო მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.

ეს დღე 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთია.

 

გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მიიძინა. მიძინების შესახებ კი მას, სამი დღით ადრე მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა.

 

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. 

 

საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს და იქადაგებს.

 

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. 

წაკითხვა 390 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 28 2021