ამ გვერდის ამობედვა

დღეს, მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

 

გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა ის აღმართა ანუ აღამაღლა. სწორედ აქედან მოდის დღესასწაულის სახელწოდება -„ჯვართამაღლება“.

წაკითხვა 405 ჯერ

სიახლეები