April 25, 2024

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის დაბადების დღეა. 86 წლის წინ, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ოჯახს ახალი წევრი შეემატა. ახალშობილს მშობლებმა ერეკლე მეორის პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს, რომელიც მესამე დღეს მონათლეს წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. იმ დროს ვერც ნათლობის საიდუმლოს აღმსრულებელი არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და ვერც ნათლია, მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) წარმოიდგენდნენ, რომ მონათლეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი. დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძისგან სამი წლის ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.

 

პატრიარქის მოგონებიდან: „ჩვენთან, ოჯახში, იყო ასეთი წესი - საღამოობით ყველანი ხატებთან ვიკრიბებოდით. ეს ხატები იმ დროს იყო მოტანილი, როცა ეკლესიები დაიხურა. იქვე იყო სანთელი, კანდელი, ნაკურთხი წყალი, ბზა. ყველანი ერთად ვდგებოდით და მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს, ბოლოს კი ერთ-ერთ ჩვენგანს ოთხმოცდამეათე ფსალმუნს ათქმევინებდა, მერე ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და ვიძინებდით, თვითონ კი ხატებთან რჩებოდა. ცენტრალური ხატი "საქართველოს დიდება" იყო. რამდენი წმინდანიც მასზეა გამოსახული, მამა იმდენჯერ მოიყრიდა მუხლს და ლოცულობდა: "წმიდაო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის", დავით აღმაშენებელს ევედრებოდა... ვთხოვე, ეგებ ეს აუცილებელი არ იყოს-მეთქი. მიპასუხა, სანამ შევძლებ, ასე უნდა მოვიქცეო. დედაჩემის სიტყვებიც მახსოვს: "რაც არ უნდა გიჭირდეთ, უცხოეთში არ უნდა წახვიდეთ, ეს მძიმე უღელი უნდა ზიდოთო".

წაკითხვა 899 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 04 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.