რა არის ალილო და როგორ აღნიშნავნენ შობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

შობის უბრწყინვალეს დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.


ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა შობის ღამეს ფანჯრის რაფაზე სანთლის ანთება, ამით მოვიხმობთ ქრისტეს, რათა ჩვენს ოჯახებში შემოვიდეს სინათლე და თავისი მადლი შემოიტანოს. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.


საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საშობაოდ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ და ამ დღესასწაულისთვის საგულდაგულოდ ემზადებიან.


დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან განსხავებული საშობაო ტრადიციები აქვს,თუმცა ორივე მხარეს საუკუნოვანი ალილოს ტრადიცია აერთიანებს.


შობის აღნიშვნას ტრადიციულად ალილოთი იწყებენ.ალილომ მე-5 , მე-6 საუკუნიდან აიღო სათავე.

მეალილოები გალობით ულოცავენ თითოეულ ოჯახს ქრისტეს დაბადებას. სიმღერის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები მათ ტკბილეულობას, ხილს და ნუგბარს ჩუქნიან.


საშობაო, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლი დიდი სიხარულით უერთდება მეალილოეებს.
საშობაო ალილოსთან ერთად სახალხო მსვლელობაც იმართება. 7 იანვარს, შობის დღეს მარხვა ხსნილდება.

 

"ალი­ლო" ქარ­თუ­ლი სა­წე­სო სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც შო­ბის წინა ღა­მეს სრულ­დე­ბა: რამ­დე­ნი­მე კაცი შე­იკ­რი­ბე­ბო­და, ყო­ველ ოჯახს ჩა­მო­უვ­ლი­და და სიმ­ღე­რით დღე­სას­წა­ულს მი­უ­ლო­ცავ­და. მას­პინ­ძე­ლი მომ­ღერ­ლებს სა­ნო­ვა­გით ასა­ჩუქ­რებ­და (აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­ტა­ნე­ბი­ნათ კვერ­ცხი - სი­ცო­ცხლი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო). ალი­ლოს ტექ­სტებ­ში ("ოც­და­ხუთ­სა დე­კემ­ბერ­სა", "ჩიტი ღო­ბე­ზე შე­მოჯ­და", "წის­ქვილს პური და­ვა­რი­გე") გა­მოთ­ქმუ­ლი იყო ჯან­მრთე­ლო­ბის, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ბა­რა­ქი­ა­ნო­ბის სურ­ვი­ლე­ბი.


საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შობის აღსანიშნავად სადღესასწაულო კერძები მზადდება.


იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში ნიგვზის გოზინაყი. დასავლეთ საქართველოსი შობის სადღესასწაულო სუფრის უმთავრეს ატრიბუტს ღორის ხორცი წარმოადგენს.


აღმოსავლეთ საქართველოში, საშობაო სუფრისთვის ტკბილ ქადებს აცხობენ, ფშავ-ხევსურეთში კი საშობაო სუფრას ტრადიციულად ხინკალი ამშვენებს, ასევე ხარშავენ ლუდს და ხდიან არაყს.


სვანეთში საშობაოდ ამზადებენ კუბდარს, ხაჭაპურს, ფახლავას და ძირითადი ადგილი აქაც ხორცს უკავია.


აჭარაში საშობაო სუფრისთვის ბაქლავა და აჩმა კეთდება, ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.


გურიაში კი საშობაოდ ღვეზელი ცხვება, ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.


ყველა სუფრაზე შეხვდებით ჩურჩხელებს ან ჯანჯუხებს, თხილეულს და ჩირს. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი.


აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში საშობაოდ ხშირად აცხობენ ქადებს, ზოგან ჩვეულებრივი პურის ცომით, ზოგან ნახევრად ფენოვანით. გულში კარაქში ან ერბოში მოხალულ შაქრიან ფქვილს უდებდნენ.

წაკითხვა 4330 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 07 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.