"მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს" - ილია მეორე
საქართველოს საპატრიარქო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა.
მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"