"ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა"
ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა, ვინც დღეს მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები, - ამის შესახებ აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.
აღნიშნული წერილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მამა დავით ლონდარიძემ წაიკითხა.
„ვეტერანთა დღეს ვულოცავ ყველა ომგამოვლილს, ვინც სამშობლოს დასაცავად უანგაროდ იმსახურა, ვინც დღეს მზად არის ქვეყნის კეთილდღეობისთვის უშურველად გაიღოს თავისი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები. ვიცი, მრავალ თქვენგანს ეკონომიკურად უჭირს, მაგრამ ამას არ იმჩნევს. შევთხოვ უფალს, შეჭირვებული ცხოვრება შეგიმსუბუქოთ. მოგცეთ რწმენის ძალა და ღვთის გზაზე დაუბრკოლებელი სვლის უნარი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!“, - აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.
17 ოქტომბერი ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა. ეს დღე საქართველოში მეცხრედ აღინიშნება.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი