როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნოული სააგენტოს ინფორმაციით,
18 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსია მოსალოდნელი.
20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება. ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18-19 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება, 21 თებერვალს კი +13 გრადუსამდე მოიმატებს.
სიახლეები
- "ნაცებს“, რომლებიც არჩევნებზე შვიდი პარტიით გადიან, მიშა ეუბნება, ერთი პარტიით გავიდეთო, ეს მიმართულება სწორია"
- ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს სამი უახლესი SHUTTLE BUS-ი მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
- "ეს იყო სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი" - ილია მეორე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს
- "მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებს" - რომან გოცირიძე