ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს ულოცავს, მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

 

„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაკითხვა 292 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2023

სიახლეები