"ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი"

ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.


უწმინდესმა დღევანდელ დღეზე იქადაგა და აღნიშნა რომ შენდობის დღის შემდეგ დიდი მარხვა იწყება.


"დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს შენდობის დღე ეწოდება. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი. ასე რომ, მობრძანდით და მიიღეთ შენდობა. ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: „ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. ეს გზა - განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა, ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში, ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავის თავი. არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება, თუ რა შეცოდება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ ამბობენ, არანაირი ცოდვა არ მაქვსო. მოძღვარი ეუბნება, მეც კი მაქვს ცოდვაო. პასუხია, რომ შენ შესაძლოა გაქვს, მაგრამ მე არაო.. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშულია, სული დათრგუნულია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. დღევანდელი დღე კიდევ არის ცნობილი იმით, რომ იხსენებს ეკლესია ადამისა და ევას განდევნას სამოთხიდან. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი შეიწყალებს კაცობრიობას", - განაცხადა პატრიარქმა.


უწმინდესმა ასევე საქართველოს სკოლებში მომუშავე მანდატურები დალოცა და აღნიშნა, რომ მათი სამსახური დიდი საპასუხისმგებლობაა, რადგანაც წესრიგს იცავენ სკოლებში.

წაკითხვა 719 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.