,,ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა''-მეუფე შიო

საპარტრიარქოში კანაფის წარმოების საკითხზე მსჯელობენ. ამ თემაზე კომენტარი პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო გააკეთა.

 

,,მეტად მწვავე და აქტუალური თემაა, რომლისთვისაც ჩვენ შევიკრიბეთ. არ დარჩენილა საზოგადოების არცერთი ფენა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღელვებდეს. მოგეხსენებათ, ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა, რომლის თაობაზე ეკლესიის წმინდა მამებს არაერთი გამონათქვამი აქვთ დატოვებული. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა იოანე ოქროპირი წერდნენ, რომ თრობის ნება ადამიანს სულიწმინდას განაშორებს და ყოველგვარი ბოროტების საწინდარია. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც,"-აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმაც. მეუფე თვლის, რომ კანაფის მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა დაიჭირონ, თუმცა ის მარიხუანას წარმოების წინააღმდეგია.

"ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ეროვნულ უსაფრთხოებაზე საერთოდ არ უფიქრიათ. მარიხუანის ექსპორტმა რაც ავღანეთსა და კოლუმბიაში მოიტანა, საქართველოშიც იმავეს მოიტანს, სხვას არაფერს. ჩვენთან ნდობის ხარისხი არცერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ექსპორტის მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია შსს-ს მიერ კანაფის მოხმარებაზე შემუშავებული კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს კანაფის მოხმარების კონტროლის ეფექტური ბერკეტი ჰქონდეთ. 

წყარო:imedinews.ge

წაკითხვა 419 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.