ამ გვერდის ამობედვა

დღეს წმინდანად შერაცხული თამარ მეფის ხსენების დღე აღინიშნება

14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება.

ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღნიშნავენ. თა­მა­რი XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­და. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს და 14 მაისს მისი ხსენების დღეს.

წაკითხვა 1915 ჯერ