"ასეთი მოქმედებებით ხელისუფლება პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს"

ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - ხელისუფლების, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას - ტერიტორიული მთლიანობის დაცვას , - ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებს დავით გარეჯში განუცხადა,როდესაც აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯში გზის გაყვანის შესახებ ისაუბრა.

 

სასულიერო პირის შეფასებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში გზის გაყვანის პროცედურა, ფაქტობრივად, დაასრულა.

 

"სამუშაოები დღეს მორჩა, რადგან ტექნიკა ქანების გამო წინ ვეღარ წაიწევდა. ანუ დღეს იყო შეთანხმება, თითქოს, რომ ტექნიკა დილიდანვე გავიდოდა და აღარ იმუშავებდა, მაგრამ დარჩენილი იყო დაახლოებით 500 მეტრი, ეს მონაკვეთი დაასრულეს მთლიანად, მეტის გაგრძელება შეუძლებელი იყო და მერე წავიდნენ. მათი ამოცანა შესრულებულია. იმის თქმა არ შემიძლია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - ხელისუფლება, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მის უპირველეს მოვალეობას და ვალდებულებას ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ეს არის ჩვენი სახე. დღეს, 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული გადის არა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ცეკვა-თამაშში, არამედ- გარეჯზე და ეს არის ჩვენი სინამდვილე. თუ ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარ დაგვრჩება ქვეყანა და დაგვრჩება მარტო თბილისი და ქართველები ვიქნებით მარტო თბილისში, ვიცეკვებთ, ვიმღერებთ და ქვეყანა აღარ იქნება", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

 

მისი თქმით, პრინციპულობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმის საშუალება, რომ დავით გარეჯში არსებული პრობლემა გამოასწოროს.

 

"გამოუვალი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ არსებობს უპრინციპო და უგუნური ადამიანისათვის. თუ ქვეყანას ექნება პრინციპულობა და გონიერება, უმრავი საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობაც გამოასწოროს. ასეთი მოქმედებებით ხელისუფლება, მე შემიძლია გითხრათ პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს. ვინაიდან ხალხს, რომელსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვხედავთ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ტერიტორიები იკარგება, ხალხი იწყებს მღელვარებას, მოხდება ინციდენტი და მივიღებთ რაღაც, ჯვარი გვწერია ყველას, უბედურებას. საბოლოო ჯამში, ამით წააგებს კავკასია და იხეირებს მტერი. მხოლოდ და მხოლოდ მტერი იხეირებს! კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას, პროვოკაციას უწყობს ხალხს და ერს და ეს არის პროვოკაცია, რადგან არ შეასრულა თავის ვალდებულება და არ დაიცვა თავის ინტერესები", - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

 

დავით გარეჯში არსებულ ვითარებას არქიმანდრიტი კირიონი და რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადგილზე გაეცნენ.

წაკითხვა 797 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.