April 25, 2024

"წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა"

წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა,

- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

 

„დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს ,რომელშიც იმყოფებიან დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდობისგან",- ბრძანა პატრიარქმა.

 

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

 

"მომავალი ჩვენი ახალგაზრობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დასძლევენ. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა აკურთოხს ერი. ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი. მადლი ღვთისა და წყალობა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს. ღმერთი ჩვენთან არის",- ბრძანა პატრიარქმა.

წაკითხვა 918 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 11 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.