"საქართველოს ეკლესიაში დაახლოებით 4 ათეული წელია, რაც ჰომოსექსუალური ლობი არსებობს"

მეუფე პეტრეს მღვდელთმთავრობის პატივიდან განყენების არანაირი კანონიკური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, – ამის შესახებ თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის მფარველი იმ ტრენდისა და იმ ჯგუფისა, რომელიც საქართველოში ზნედაცემულობას იცავს.

 

“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაახლოებით 4 ათეული წელია რაც ჰომოსექსუალური ლობი არსებობს. პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად კათოლიკოს-პატრიარქი არის მფარველი იმ ტრენდისა, იმ ჯგუფისა რომელიც საქართველოში ტირაჟირებს ასეთ ზნედაცემულობას, უკუღმართობას და საქართველოს ეკლესიაში მღვდელმთავრები, მღვდლები და მორწმუნე ადამიანები ისჯებიან არა იმისთვის, რომ რეალურად პრობლემა დააყენონ იმისათვის, რომ პრაქტიკულად ისაუბრონ ამაზე ღიად და გამჭვირვალედ. პრაქტიკულად საპატრიარქო ებრძვის არა საკუთრივ პრობლემებს, არამედ პრობლემებზე მოსაუბრე ადამიანებს. ეს არის მათი სისტემური მარცხი, ეს არის ფაქტიურად ფატალური დასასრული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს არამართლზომიერი მოღვაწეობის. მე ვფიქრობ წინ ბევრი სიურპრიზი ელის, როგორც საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს ადმინისტრაციას, ისე ქართულ საზოგადოებას. ეს პროცესი ინერციით წარმოაჩენს სისტემაში და რეჟიმში არსებულ პედოფილურ და ჰომოსექსუალურ გამოვლინებებს რის გამოც დღეს საქართველოში ადამიანები ისჯებიან საქართველოს ეკლესიაში ანუ, თუკი ფლობ ინფორმაციას ამის შესახებ შენი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ამ შემთხვევაში, მეუფე პეტრესთან მიმართებით სადამსჯელო ღონისძიება სწორედ ამით შემოიფარგლება, არავითარი კანონიკური და სამართლებრივ იურიდიული საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ მისი მღვდელთმთავრობის პატივიდან განყენება დაფიქსირებულიყო. შესაბამისად ის შეეწირა იმ გამბედაობას, სიმამაცეს და ზნეობრივ მოწიფულობას, რომლის მიხედვითაც მან სინოდალურ ფორმატზე გადაწყვიტა ამ პრობლებისა და ზნედაცემულობის ნარატივის წამოჭრა, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობასთან. დიახ კგბ-მ და შემდეგში ფსბ-მ სწორედ ამ ნიშნით მოახდინა სხვადასხვა მაღალი რანგის სასულიერო პირების ინტეგრირება და კულტივირება წმინდა სინოდში, ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება რათა ჰქონდეთ საცეცები, კონტროლის მექანიზმები, ანუ ჰქონდეთ კომპრომატები სასულიერო პირებზე, სწორედ ამ ნიშნით მოხდა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დადგინება 1977 წლის 25 დეკემბერს ასეთ საპატიო თანამდებობაზე. ის არ აურჩევია წმინდა სინოდს, ის დაადგინა სწორედ პოლიტბიურომ და იმ დროინდელმა სპეცსამსახურებმა”, – განმარტა ტიგინაშვილმა.

 

მეუფე პეტრეს განცხადებით პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მღვდელთმთავრობიდან უსამართლოდ გადააყენა. მან სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა სხდომა ჯერჯერობით არ დასრულებულა.

წაკითხვა 62 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.