ამ გვერდის ამობედვა

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნინოობასთან დაკავშირებით წირვას კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჩაატარებს. ღვთისმსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება. კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს 125 წელი შეუსრულდა.

 

წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს.

წაკითხვა 672 ჯერ