ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა. წირვას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრნენ.

 

„დღეს არის უდიდესი ეროვნული დღესასწაული, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული და მწუხარება შეენაცვლებიან ერთმანეთს და როგორც ტყუპი ძმები, ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას, კარგი და მძიმე. დღეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტისა ცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოსი“, - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი დალოცა და მათ წმინდა დავით აღმაშენებლისა და წმინდა თამარ მეფის ხატები გადასცა.

კახა კალაძემ ქვეყნის მოსახლეობას და ემიგრაციაში მყოფ ქართველებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

„მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. ქართველი მართლმადიდებლებისთვის დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ეს წმინდა ადგილი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთობის სიმბოლო და  მინდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვუსურვო გამთლიანება, გაერთიანება, სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ დღესასწაულს აღნიშნავს.
 
წაკითხვა 323 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 14 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.