ამ გვერდის ამობედვა

"ჟამი საშინელი და სანატრელი"

ეფრემ II ერთადერთი პატრიარქია, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების დროს 7 წელიწადი შორეულ გადასახლებაში გაატარა


საქართველოს საპატრიარქოს არქივის საცავებში მრავალი საინტერესო მასალაა თავმოყრილი, ფასდაუდებელი და უნიკალური დოკუმენტები. მისი უწმინდესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საშუალება მომეცა გავცნობოდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის პირად საქმეს, რომელიც რამდენიმე ათეულ სქელტანიან საქაღალდეს მოიცავს. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II ერთადერთი პატრიარქია, რომელმაც საბჭოთა რეპრესიების დროს 7 წელიწადი შორეულ გადასახლებაში გაატარა.

 

 

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი­დევ უფ­რო ძნე­ლი ჟა­მი დად­გა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში. უწ­მინ­დე­სი ეფ­რე­მის სიტყ­ვე­ბით, "ჟა­მი სა­ში­ნე­ლი და სა­ნატ­რე­ლი". პა­ტიმ­რო­ბი­სა და გა­და­სახ­ლე­ბის 7 წე­ლი­წა­დი ყვე­ლა­ზე ძნე­ლი და, ამა­ვე დროს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია უწ­მინ­დე­სის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში. მი­სი ცხოვ­რე­ბა ამ წლებ­მა უკ­ვ­და­ვე­ბის შა­რა­ვან­დე­დით გა­ნაბ­რ­წყი­ნა.
 
 
 
 
საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბას ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი არას­დ­როს მი­აჩ­ნ­და არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ მღვდელ­მ­თავ­რად, მაგ­რამ ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ერ­თი შან­სი მა­ინც მი­უ­ცია მის­თ­ვის: შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ეკ­ლე­სია და საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ხა­ზით წა­რე­მარ­თა. ამ წი­ნა­და­დე­ბას მე­უ­ფე ეფ­რე­მი, რა თქმა უნ­და, არ და­ე­თან­ხ­მა. ბე­რი­ას­თ­ვის უკითხავს: "რა­მე­ში ხელს გიშ­ლი­თო?" "პი­რა­დად მე - არა­ო", - უპა­სუ­ხია ბე­რი­ას. "მა­შინ, მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, ვემ­სა­ხუ­რო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­სო". ამ დი­ა­ლო­გის შემ­დეგ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამოქ­მედ­და რეპ­რე­სი­უ­ლი მან­ქა­ნა - ეპის­კო­პოს ეფ­რემს მი­უ­ჩი­ნეს მეთ­ვალ­ყუ­რე, რო­მე­ლიც ყო­ველ მის ნა­ბიჯს აკონ­ტ­რო­ლებ­და, რაც 1937 წლის 10 დე­კემ­ბერს მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბით დას­რულ­და.
 
 
 
 
მე­უ­ფე ეფ­რემ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის, გ. კ.-ს ცნო­ბით, მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბა ერთ-ერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ცრუ ბრალ­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. ეს მღვდე­ლი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც მან შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ა­სა­ხე­ლა, რუ­სი ებ­რა­ე­ლი ყო­ფი­ლა. "უწ­მინ­დეს­მა ეფ­რემ­მა ჩემ­ზე უკეთ იცო­და, რომ ამ მღვდელ­მა და­ას­მი­ნა, მაგ­რამ არა­სო­დეს აუგი არ დას­ც­დე­ნია მას­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის შე­თითხ­ნილ ბრალ­დე­ბას სი­მარ­თ­ლეს­თან არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო, უწ­მინ­დე­სი ყო­ველ­თ­ვის კე­თილ­გან­წყო­ბას იჩენ­და ამ პი­რი­სად­მი (რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა დღეს ცოცხა­ლიც აღარ არის) და არც იმით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, კვლავ რა­ტომ ცდი­ლობ­და ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას უწ­მინ­დეს ეფ­რემ­თან მი­სი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქო­ბის წლებ­ში. უწ­მინ­დე­სის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბი­სა და შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბის იშ­ვი­ათ გა­მოვ­ლი­ნე­ბად უნ­და მი­ვიჩ­ნი­ო­თო", - გა­ნაცხა­და მან ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.
 
 
 
 
"პა­ტი­ო­სა­ნი მღვდელ­მ­სა­ხუ­რე­ბი დი­დი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე იდ­გ­ნენ. რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს აკონ­ტ­რო­ლებ­და, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა ურ­ჩო­ბას არაფ­რით ურიგ­დე­ბო­და და არც ეგუ­ე­ბო­და. მოკ­ლედ, მათ "საბ­ჭო­თა ეკ­ლე­სი­ა" სჭირ­დე­ბო­დათ, - გვითხრა მო­წა­მე­თის მა­მა­თა მო­ნას­ტ­რის აწ განსვენებულმა არ­ქი­მან­დ­რი­ტმა გი­ორ­გიმ (ბა­სი­ლა­ძე), რო­მელ­მაც კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის სიმ­ძი­მე სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და, - მარ­თ­ლა ძნე­ლი დრო იყო!.. ბევ­რ­მა ვერ გა­უძ­ლო, ზოგ­მა - დიდ­კა­ცო­ბის ჟი­ნით, ზოგ­მა - უბ­რა­ლოდ ში­შით, ზო­გიც შეგ­ნე­ბუ­ლად ჰყიდ­და სულს!.. იმ დროს ქუ­ჩა­ში ანა­ფო­რით სი­ა­რუ­ლიც აღ­მ­სა­რებ­ლო­ბა იყო. ისეთ დღე­შიც ვყო­ფილ­ვარ, აღ­სა­რე­ბას არც არა­ვის­გან ვი­ღებ­დი და არც არა­ვის ვა­ბა­რებ­დი, რად­გან ჩე­კის­ტე­ბი ნი­ა­დაგ აღ­სა­რე­ბის გათ­ქ­მას ითხოვ­დ­ნენ და არა მარ­ტო ჩე­კის­ტე­ბი, არა­მედ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც, რომ­ლებ­საც სუ­ლი უკ­ვე გა­ე­ყი­დათ. ადა­მი­ანს ში­ში თან სდევს, მაგ­რამ შიშს უნ­და სძლიო, სი­მარ­თ­ლე არ უნ­და დათ­მო. რო­ცა სი­მარ­თ­ლეს იცავ, მა­შინ თვით ღმერ­თი გი­ცავს. რო­ცა მარ­თა­ლი ხარ, სიკ­ვ­დი­ლი­საც არ გე­ში­ნია. რაც უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბი სიკ­ვ­დილს, მით მე­ტად გაძ­ლი­ე­რებს ღმერ­თი, მე­ტად გრძნობ მის სი­დი­ა­დეს და ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბას", - ამ­ბობდა მრა­ვალ­ჭირ­ნა­ხუ­ლი ღვთის­მ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც უწ­მინ­დეს ეფ­რემს პი­რა­დად იც­ნობ­და.
 
 
 
 
მე­უ­ფე ეფ­რე­მი 58-11 პრი­მა მუხ­ლით - ან­ტი­საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­მართ ძირ­გა­მომ­თხ­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამ დროს იგი ნი­ნოწ­მინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სი და ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ის დრო­ე­ბი­თი მმარ­თ­ვე­ლი გახ­ლ­დათ. მე­უ­ფე თბი­ლის­ში, 5 დე­კემ­ბ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და დიდ­მო­წა­მე ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში აიყ­ვა­ნეს. "მის­გან მსმე­ნია, რო­ცა აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ, ხელ­ში კვერ­თხი ეჭი­რა და ძირს და­უ­ვარ­და... ამ­ბობ­და, იმ წუთ­ში გა­ვი­ფიქ­რე, ეს კვერ­თხი იმი­ტომ წა­მექ­ცა, რომ აქ ისევ დავ­ბ­რუნ­დე­ო", - გა­იხ­სე­ნა თბი­ლი­სის წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქ­მა ილია II-მ.
 
 
 
 
მეუფე ეფრემი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე და მეუფე ტარასი
ფოტო: მეუფე ეფრემი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე და მეუფე ტარასი
 
 
 

და­პა­ტიმ­რე­ბი­სას მი­სი საცხოვ­რე­ბე­ლი ოთა­ხის ყო­ვე­ლი კუთხე-კუნ­ჭუ­ლი გაჩხ­რი­კეს, ამა­ოდ და­ამ­ტ­ვ­რი­ეს ყვა­ვი­ლის ქოთ­ნე­ბი - იქაც ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს ისე­თი, მი­სი ბრალ­დე­ბის საქ­მეს გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ახალ დე­ტალს რომ შეს­ძენ­და. მე­უ­ფე ეფ­რემს, რო­მელ­საც ყვა­ვი­ლე­ბის გა­ხა­რე­ბა უყ­ვარ­და, უთ­ქ­ვამს: "მე და ყვა­ვი­ლე­ბი ერთ ბედ­ქ­ვე­შა ვართ - ისი­ნი ამოთხა­რეს და გა­ა­ნად­გუ­რეს, მე კი ცი­ხე­ში მიკ­რეს თა­ვი­ო".

 

თბი­ლი­სის ღვთის­მ­შობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის მე­ტე­ხის ტა­ძა­რი იმ პე­რი­ოდ­ში კო­მუ­ნის­ტებს ცი­ხედ ჰქონ­დათ გა­და­კე­თე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ მე­ტე­ხის ცი­ხე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მე­უ­ფე ეფ­რე­მის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა. იგი სა­კან­ში გრძე­ლი თმით, გა­უ­პარ­სა­ვი წვე­რი­თა და ანა­ფო­რით შე­სუ­ლა. "ყვე­ლა მიხ­ვ­და, რომ სა­ეკ­ლე­სიო პი­რი ვი­ყა­ვი და ჩემ­კენ მო­მარ­თეს მზე­რა. მა­თი ყუ­რადღე­ბა რომ არ მი­მეპყ­რო, ად­გი­ლის ძებ­ნა და­ვიწყე და და­საჯ­დო­მი რომ ვერ­სად ვნა­ხე, იქ­ვე ჩა­ვი­მუხ­ლე იატაკ­ზე.
 
 
 
 
მარ­თა­ლია, ყვე­ლა სა­წო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ რწმე­ნას მა­ინც ვერ გა­და­ა­ბი­ჯეს - ერთ-ერ­თ­მა მუს­ლიმ­მა პა­ტი­მარ­მა ღირ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი. მითხ­რა: "გეტყო­ბათ, ღვთის­მ­სა­ხუ­რი ბრძან­დე­ბით, წე­სით, თქვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი აქ არ უნ­და მოჰ­ყავ­დეთ. ჩემს ლო­გინს თქვენ და­გით­მობთ, მო­ის­ვე­ნეთ, დაღ­ლი­ლი ბრძან­დე­ბით, მე სუ­ლაც იატაკ­ზე დავ­წ­ვე­ბი და­სა­ძი­ნებ­ლა­დო". ეს ამ­ბა­ვი უწ­მინ­დეს ეფ­რემს დე­კა­ნოზ ელ­გუ­ჯა ლო­სა­ბე­რი­ძის­თ­ვის მო­უ­ყო­ლია. მი­სი უწ­მინ­დე­სო­ბა ყო­ველ­თ­ვის მად­ლი­ე­რე­ბით იხ­სე­ნებ­და ამ ადა­მი­ანს. იგი ყო­ველ ადა­მი­ან­ში სი­კე­თეს ეძებ­და და პო­უ­ლობ­და კი­დეც, რად­გან ამის გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი უნა­რი ჰქონ­დაო, - გვითხ­რა მა­მა ელ­გუ­ჯამ. მი­სი­ვე ცნო­ბით, მე­ტე­ხის ცი­ხე­ში მე­უ­ფე ეფ­რემ­თან ერ­თად და­უ­კა­ვე­ბი­ათ პრო­ტო­დი­ა­კო­ნი ამ­ბ­რო­სი ახო­ბა­ძე. გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ ისი­ნი აღარ შეხ­ვედ­რი­ან ერ­თ­მა­ნეთს, რად­გან სხვა­დას­ხ­ვა ბა­ნაკ­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს.
 
 
 
 
მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბამ მე­უ­ფე ეფ­რემს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა მი­უ­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, სას­ჯე­ლის მო­სახ­დე­ლად იგი ეტა­პით უნ­და გა­ეგ­ზავ­ნათ ციმ­ბირ­ში, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში. სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გაც­ნო­ბი­სას უთ­ქ­ვამს: "სა­დაც უნ­და გა­და­მა­სახ­ლოთ, ჩე­მი რწმე­ნა ყველ­გან თან გამ­ყ­ვე­ბა­ო".
 
 
 
 
"რო­ცა მე­ტე­ხის ცი­ხი­დან ეზო­ში გა­მოვ­ყავ­დით, გაგ­ვაფ­რ­თხი­ლეს, მარ­ჯ­ვ­ნივ არ გა­ი­ხე­დო­თო. მე მა­ინც გა­მექ­ცა თვა­ლი იქით­კენ და და­ვი­ნა­ხე გო­რა დახ­ვ­რე­ტი­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა. ცხედ­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ზე ეყა­რა. დი­დი, მომ­ქან­ც­ვე­ლი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ ბა­ნაკ­ში რომ ჩა­ვე­დი, შუ­ადღე იყო და პა­ტიმ­რე­ბი სა­მუ­შა­ოდ ჰყავ­დათ გაყ­ვა­ნი­ლი. შე­ბინ­დე­ბი­სას ყვე­ლა­ნი ერ­თად დაბ­რუნ­დ­ნენ. პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარ­თა შო­რის ერივ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ქურ­დო­ბის, ავა­ზა­კო­ბი­სა და კა­ცის კვლის ბრალ­დე­ბით იყ­ვ­ნენ ნა­სა­მარ­თ­ლე­ვი. ისი­ნი გა­რეგ­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სხვე­ბის­გან - უხე­ში, მრის­ხა­ნე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა და კუნ­თ­მა­გა­რი, ტა­ტუ­ი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი ჰქონ­დათ - წარ­წე­რე­ბი­თა და უხამ­სი ნა­ხა­ტე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი.
 
 
 
ქუთაისის სობოროს დარბევა. ტაძრის დანგრევის შემდეგ მისი ქვებით ქუთაისის დღევანდელი მერიის შენობა ააგეს
ფოტო: ქუთაისის სობოროს დარბევა. ტაძრის დანგრევის შემდეგ მისი ქვებით ქუთაისის დღევანდელი მერიის შენობა ააგეს
 
 
 
პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებს ეძ­ლე­ო­დათ უფ­ლე­ბა თმი­სა და წვე­რის მოშ­ვე­ბი­სა. არც ჩემ­თ­ვის და­უ­ძა­ლე­ბია ვინ­მეს თმა-წვე­რის გაკ­რე­ჭა. მე დე­და ან­გე­ლი­ნას გა­მო­ტა­ნე­ბუ­ლი კა­ბა მეც­ვა. პირ­ველ სა­ღა­მოს ყვე­ლა ყუ­რადღე­ბით მაკ­ვირ­დე­ბო­და. "ჩვენ­თან ბევ­რი და­ცე­მუ­ლა", - გა­ნაცხა­და ერთ-ერ­თ­მა მათ­გან­მა. მე რა­ტომ­ღაც არ ჩავ­თ­ვა­ლე სა­ჭი­როდ, გა­მემ­ხი­ლა მათ­თ­ვის, რომ მღვდელ­მ­თა­ვა­რი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ ყვე­ლას მღვდე­ლი ვე­გო­ნე. მო­ი­თათ­ბი­რეს და ბო­ლოს, რო­გორც მოძღ­ვარ­ზე, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს ჩემ­ზე - თუ ხე­ე­ბის მოჭ­რის სურ­ვი­ლი არ გა­მიჩ­ნ­დე­ბო­და, ბა­ნაკ­ში დარ­ჩე­ნა და ტუ­ა­ლე­ტე­ბის გაწ­მენ­და შე­მეძ­ლო", - მო­უ­ყო­ლია უწ­მინ­დეს ეფ­რემს მა­მა ან­ტო­ნის­თ­ვის (გუ­ლი­აშ­ვი­ლი).
 
 
 
 
საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან შრო­მა-გას­წო­რე­ბის მკაცრ ბა­ნა­კებ­ში გა­დაგ­ზავ­ნილ პა­ტი­მარ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თით­ქ­მის ერ­თი და იმა­ვე "და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თ­ვის" იხ­დი­და სას­ჯელს. მათ ბრა­ლად ედე­ბო­დათ ან­ტი­საბ­ჭო­თა ქმე­დე­ბა, ჯა­შუ­შო­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო­სად­მი ძირ­გა­მომ­თხ­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, საზღ­ვა­რგა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და სხვ.
 
 
 

შრო­მა-გას­წო­რე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში მე­უ­ფე ეფ­რემს აუტა­ნელ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბო­და ყოფ­ნა. ბა­ნა­კის ბნელ და გა­ყი­ნულ სა­კან­შიც იმ­დე­ნი პა­ტი­მა­რი დახ­ვ­და, ძლივს მო­უ­ძებ­ნი­ათ მის­თ­ვის და­სა­ძი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი. შიმ­ში­ლი, სი­ცი­ვე, წა­მე­ბა, სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის თა­ნამ­დე­ვი იყო.

 

"გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში იმ­დე­ნი პა­ტი­მა­რი იღუ­პე­ბო­და, ვერც კი ვმარ­ხავ­დით, რად­გან გვი­ჭირ­და გა­ყი­ნუ­ლი მი­წის გათხ­რა. ცალ­კე ბა­ნა­კი გვქონ­და მიც­ვა­ლე­ბულ­თათ­ვის და ვიდ­რე გა­ზაფხუ­ლი არ დად­გე­ბო­და, ერ­თ­მა­ნეთ­ზე ვაწყობ­დით გა­ყი­ნულ ცხედ­რებს, რო­მელ­თაც ოთა­ხე­ბი ეკა­ვათ, გა­ზაფხულ­ზე კი, რო­ცა მი­წა გალ­ღო­ბას და­იწყებ­და, დიდ ორ­მო­ებს ვთხრი­დით და მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ერ­თად ვმარ­ხავ­დით".
 
 
 
 
- რო­მელ სა­კან­შიც მე­ძი­ნა, ზამ­თარ­ში ისე­თი ყინ­ვა იყო, დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძებ­დი, ძლივს ვაგ­ლეჯ­დი ტან­საც­მ­ლი­დან ყი­ნულს, რად­გან კა­ბა­ზე მე­წე­ბე­ბო­დაო, - უთ­ქ­ვამს ნა­თე­ლა სი­და­მო­ნი­ძის­თ­ვის, - მთე­ლი დღე კა­ტორ­ღუ­ლი შრო­მა იმ­დე­ნად დამ­ქან­ც­ვე­ლი იყო, რომ შიმ­ში­ლის­გან ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლებს ფეხ­ზე დგო­მა გვი­ჭირ­და. მოჭ­რი­ლი ხე­ე­ბი ად­გილ­ზე­ვე უნ­და დაგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. ზოგ­ჯერ მათ დიდ ტი­ვე­ბა­დაც ვკრავ­დით და ისე ვაგ­ზავ­ნი­დით და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შა გა­მომ­ყო­ლო­და, რო­მე­ლიც ჯი­ბე­ში შემ­თხ­ვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მწე­ველ პა­ტიმ­რებს რო­გორც კი ასან­თი გა­უ­თავ­დე­ბო­დათ, მა­შინ­ვე მო­მა­კითხავ­დ­ნენ და მეტყოდ­ნენ: "ო­ღონდ ეს შუ­შა გვათხო­ვე და შენს გა­სა­კე­თე­ბელ დღე­ვან­დელ საქ­მე­საც ჩვენ გა­ვა­კე­თებ­თო". შემ­დეგ მზეს და­უწყებ­დ­ნენ ძებ­ნას, რომ სხი­ვი ლინ­ზა­ში გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ და ასე მო­ე­კი­დე­ბი­ნათ ცეცხ­ლი ძვე­ლი, დაჭ­მუჭ­ნი­ლი გა­ზე­თის ფურ­ცელ­ში გახ­ვე­უ­ლი სი­გა­რე­ტის ნამ­წ­ვა­ვე­ბის­თ­ვის ან, უკე­თეს შეთხ­ვე­ვა­ში, სი­გა­რე­ტის­თ­ვის, რო­მელ­საც რიგ­რი­გო­ბით ეწე­ოდ­ნენ".
 
 
 
 
გა­და­სახ­ლე­ბის წლებ­ში მე­უ­ფე ეფ­რემ­მა არა­ფე­რი იცო­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ოჯა­ხის წევ­რებს აკ­რ­ძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ წე­რი­ლის მი­წე­რა. ერ­თხანს დე­და ან­გე­ლი­ნა აწ­ვ­დი­და გზავ­ნი­ლებს ნაც­ნო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მაგ­რამ მა­ლე ესეც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მე­უ­ფე ეფ­რე­მის ძმას, ვლა­დი­მერს ყო­ველ პარ­ტი­ულ კრე­ბა­ზე საყ­ვე­დუ­რობ­დ­ნენ მის გა­მო, მე­უ­ფე ხომ ხალ­ხის მტრად მი­აჩ­ნ­დათ, რად­გან ამ ბრალ­დე­ბით იხ­დი­და სას­ჯელს ციმ­ბი­რის მკაც­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში. ამი­ტომ უწ­მინ­დე­სი გა­და­სახ­ლე­ბამ­დეც და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დე­გაც ცდი­ლობ­და, თა­ვი შორს და­ე­ჭი­რა ოჯა­ხის­გან, მის გა­მო რა­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბა რომ არ შემ­თხ­ვე­ო­დათ.
 
 
 
 
"სას­წა­უ­ლი იყო მი­სი ცხოვ­რე­ბა ციმ­ბირ­ში, - გა­იხ­სე­ნა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II-მ, - იქ ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლი ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ (ა­ბა­ნო ცუ­დად გა­ათ­ბე­ო) მი­სი კარ­ცერ­ში ჩას­მა გა­და­უწყ­ვე­ტია. კარ­ცერს გი­სო­სე­ბი ჰქო­ნია, მაგ­რამ შუ­შა - არა. ზამ­თა­რი იყო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ დი­ლით იქი­დან გა­ყი­ნულ ადა­მი­ანს გა­მო­იყ­ვან­დ­ნენ. ეს პირ­და­პირ სიკ­ვ­დი­ლის მის­ჯას ნიშ­ნავ­და. რო­ცა მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი კარ­ცერ­ში ჩა­სას­მე­ლად მიჰ­ყავ­დათ, ცი­ხის უფ­რო­სი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, სად მი­დი­ა­ნო. რო­დე­საც შე­იტყო, უწ­მინ­დე­სი თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა. ასე გა­და­არ­ჩი­ნა სიკ­ვ­დილს ამ კაც­მა ეფ­რემ II".
 
 
 
 
ერ­თხელ, ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას, უწ­მინ­დეს ეფ­რემს მიტ­რო­პო­ლიტ ათა­ნა­სეს­თ­ვის (ჩახ­ვაშ­ვი­ლი) უთ­ქ­ვამს: "ციმ­ბი­რის შრო­მა-გას­წო­რე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში მეთ­ვალ­ყუ­რედ სპე­ცი­ა­ლუ­რად ებ­რა­ე­ლი კა­ცი და­მი­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ტე­რე­ბო­და. მის­გან ბევ­რი ტან­ჯ­ვა და დამ­ცი­რე­ბა გა­და­ვი­ტა­ნე. პირ­და­პირ მეტყო­და: "უ­არ­ყა­ვი ქრის­ტე, თუ გინ­და, თა­ვი გა­და­ირ­ჩი­ნო, თუ არა­და, აქე­დან ცოცხა­ლი ვერ გახ­ვა­ლო". რო­ცა სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუნ­და, რომ მუ­ქა­რით ვე­რა­ფერს გახ­დე­ბო­და, წა­მე­ბის მრა­ვალ ხერხს მი­მარ­თავ­და ჩემს წი­ნა­აღ­მ­დეგ. ერ­თხელ, ზამ­თარ­ში შიშ­ველ სხე­ულ­ზე ყი­ნუ­ლის დი­დი ლო­დე­ბი და­მა­დო და ასე ცოცხ­ლად მკლავ­და..." რო­გორც მა­მა დე­მეტ­რეს­თ­ვის (და­ვი­თაშ­ვი­ლი) გახ­და ცნო­ბი­ლი, "მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს კაც­თ­მო­ძუ­ლე ზე­დამ­ხედ­ვე­ლი სხვა ბა­ნაკ­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ. გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი, რო­ცა ეტა­პით ახა­ლი ნა­კა­დი შე­მოჰ­ყავ­დათ, პა­ტი­მარ­თა შო­რის ისიც ამო­უც­ნი­ათ. ყვე­ლას გახ­სე­ნე­ბია მი­სი სი­სას­ტი­კე და აღა­რა­ვის მი­უ­კა­რე­ბია სი­ახ­ლო­ვეს, ხო­ლო რო­ცა მის დამ­ცი­რე­ბას შე­ე­ცად­ნენ, ისევ მე­უ­ფე ეფ­რემს გა­უ­წო­დე­ბია დახ­მა­რე­ბის ხე­ლი, შე­უ­კედ­ლე­ბია და თა­ვი­სი სა­წო­ლი და­უთ­მია. სი­კე­თის ძა­ლას იმ­ხე­ლა ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­უხ­დე­ნია მას­ზე, რომ ქრის­ტი­ა­ნად მო­ნათ­ლუ­ლა".
 
 
 
 
ცენტრში: პატრიარქი ეფრემ II და რუსეთის პატრიარქი ალექსი I
ფოტო: ცენტრში: პატრიარქი ეფრემ II და რუსეთის პატრიარქი ალექსი I
 
 
 
მე­უ­ფე ეფ­რემ­მა გა­და­სახ­ლე­ბა­სა და საპყ­რო­ბი­ლე­ებ­ში 7 წე­ლი­წა­დი გა­ა­ტა­რა. რაც დრო გა­დი­ო­და, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუ­თი უფ­რო აუტა­ნე­ლი და გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბო­და. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა დღი­თიდღე უუარეს­დე­ბო­და, ამი­ტომ მტკი­ცედ გა­დაწყ­ვი­ტა, რა­დაც უნ­და დას­ჯ­დო­მო­და, ყვე­ლა­ფე­რი ეღო­ნა, რა­თა ცოცხალს ჩა­მო­ეღ­წია მო­ნატ­რე­ბულ სამ­შობ­ლო­ში.
 
 
 
"გა­და­სახ­ლე­ბა­ში ისე დავ­ს­ნე­ულ­დი, აღარ მე­გო­ნა, ოდეს­მე კი­დევ თუ ვნა­ხავ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ვა­დამ­დე 3 წლით ად­რე სტა­ლინ­მა გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. მას სა­ი­დუმ­ლოდ მივ­წე­რე წე­რი­ლი, რომ უსა­მარ­თ­ლოდ ვის­ჯე­ბო­დი. პა­ტი­მარ­თა ბა­ნა­კი­დან კრემ­ლ­ში ასე­თი წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა ძნე­ლიც იყო და სა­ში­შიც, რად­გან უკე­თუ ბა­ნა­კის უფ­რო­სო­ბას ჩა­უ­ვარ­დე­ბო­და ხელ­ში, და­ღუპ­ვა არ ამ­ც­დე­ბო­და. მიშ­ვე­ლა ღმერ­თ­მა და ჩემ­მა წე­რილ­მა სტა­ლი­ნამ­დე მი­აღ­წი­ა", - მო­უ­ყო­ლია ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის გა­და­სახ­ლე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ. სტა­ლი­ნის­თ­ვის გა­საგ­ზავ­ნი წე­რი­ლის კრემ­ლის ფოს­ტა­ში ჩაგ­დე­ბა მას ბა­ნა­კი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რუ­სი პა­ტიმ­რის­თ­ვის უთხო­ვია. "ვი­ნა­ი­დან ქა­ღალ­დის შოვ­ნა დიდ სიძ­ნე­ლეს წარ­მო­ად­გენ­და, წე­რი­ლის შა­ვი პი­რი არ­ყის ხის ქერ­ქ­ზე დავ­წე­რე ფან­ქ­რით, მე­რე დი­დი წვა­ლე­ბით ქა­ღალ­დის ერ­თი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლიც ვი­შო­ვე და უმაღ­ლეს მთა­ვარ­სარ­დალს ასე­თი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნე: "მოს­კო­ვი, კრემ­ლი, პი­რა­დად სტა­ლინს. გთხოვთ, გა­მო­ითხო­ვოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ჩე­მი ბრალ­დე­ბის საქ­მე, რა­თა გა­და­ი­სინ­ჯოს იგი, და თუ მე დამ­ნა­შა­ვე აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბი, თქვენ­გან მოკ­ვე­თი­ლი მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი არ მეტ­კი­ნე­ბა". სტა­ლი­ნის­თ­ვის ასე­თი ში­ნა­არ­სის ბა­რა­თის გაგ­ზავ­ნა მე­ტად სა­რის­კო იყო ბა­ნა­კი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის­თ­ვი­საც - თუ წე­რილს უპო­ვიდ­ნენ, კვლავ სას­ჯე­ლი ელო­და, მე­უ­ფეს კი დახ­ვ­რე­ტა არ ას­ც­დე­ბო­და.
 
 
 
მას შემ­დეგ, რაც 1944 წლის 21 ივ­ნისს ბრალ­დე­ბის საქ­მე ხე­ლა­ხა­ლი შეს­წავ­ლის­თ­ვის გა­მო­ითხო­ვეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან, ეპის­კო­პო­სი ეფ­რე­მი სას­წ­რა­ფოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს დარ­ჩე­ნი­ლი სას­ჯე­ლის­გან.
 
 
 
 
ამი­რან-ლა­ზა­რე სი­ნა­უ­რი­ძე
 
ჟურნალი "ისტორიანი",#57
წაკითხვა 634 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 02 2020