March 28, 2024

პატრიარქმა ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16.00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის.

 

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ “კომენდანტის საათის” გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

ცნობისთვის, აღნიშნულ რეკომენდაციებს ტაძრების წინამძღვრები დღეს სმს შეტყობინების სახით მიიღებენ.

წაკითხვა 614 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.