ამ გვერდის ამობედვა

ინფიცირებულ მღვდელს სახლში საკუთარი და მკურნალობდა, რომელიც მედიკოსია

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რო­მელ­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და მშრა­ლი ხვე­ლა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლობ­და სა­კუ­თა­რი და, რო­მე­ლიც მე­დი­კო­სია - ამის შე­სა­ხებ "ტვ პირ­ვე­ლი" აცხა­დებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია და მან სა­ვა­რა­უ­დოდ, იცო­და რომ ძმას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლობ­და, კერ­ძოდ, უტა­რებ­და ინ­ტრა­ვე­ნურ ინ­ფუ­ზი­ას (ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რის გა­დას­ხმას). ამას­თან, ქალი სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რულ­საც აგ­რძე­ლებ­და, სა­დაც რე­ა­ნი­მა­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. თუმ­ცა, რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, უფ­როს ექთანს არ ჰქო­ნია შე­ხე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან.

 

მის გარ­და, თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის კი­დევ 4 მე­დი­კო­სია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენტს, ვი­საც მათ­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა, ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი და მათ არ და­უ­დას­ტურ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სი.

 

ამ­ჟა­მად, თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კა­რან­ტი­ნი და იქ მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი რჩე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც აქამ­დეც მკურ­ნა­ლობ­დნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

 

თბი­ლი­სის იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მო­ძღვრის ოჯახ­ში, სულ სამი პი­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - თა­ვად, მისი და, რო­მე­ლიც მე­დი­კო­სია და დის­შვი­ლი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

წაკითხვა 477 ჯერ

სიახლეები