"ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელია"-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხადებით, ღამის მსახურების ჩატარებსათან დაკავშირებით დეტალები დაზუსტდება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.
ჯაღმაიძის თქმით, ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და აფრთხილებენ მრევლს, რომ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
„დავაზუსტებთ ამ ყველაფერს ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. ერთმნიშვნელოვნად ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, რომ კანონი არ დაარღვიონ. მე ადრეც ავღნიშნე, ის რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისაგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიამ, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ჯანდაცვის სისტემის მთავარი სტრატეგია არის, სახელმწიფოსი და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ.
ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ. ღვთის მსახურება ვიღაცისთვის შესაძლებელია არის მხოლოდ რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს ვიდრე ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სიახლეები
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"
- "თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა"- პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს
- "როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!" - პრეზიდენტი
- იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა