March 29, 2024

„რატომ არის საქართველო განსხვავებული? "კომენდანტის საათის" მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარმა მრევლი მიიღო"- BBC

მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები თავიანთ კალენდარში ყველაზე მიშვნელოვან დღესასწაულს შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ზეიმობენ, - ამის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზეა გამახვილებული.

 

BBC წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ადამიანებს მოუწოდეს, ღვთისმსახურებებს არ დასწრებოდნენ, თუმცა საქართველოში მრევლს ეკლესიებში მისვლის საშუალება მაინც აქვთ.

 

„რატომ არის საქართველო განსხვავებული? "კომენდანტის საათის" მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარმა მრევლი მიიღო. ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა კი ხალხს მოუწოდეს, თავიანთი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მეცნიერებას დაუჯერონ“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

BBC ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალა კერძო მანქანებით გადაადგილება, დაიხურა სასაფლაოები, რომლებსაც ქართველები აღდგომის დღეებში ტრადიციულად სტუმრობენ. „ისინი, ვინც საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს არღვევენ, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრებასაც კრძალავს, ჯარიმდებიან.“

 

სტატიაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირები ზიარებას კვლავ საერთო კოვზის გამოყენებით ატარებენ.

 

„ბევრი ქართველი კითხულობს, რატომ დაუშვა მთავრობამ გამონაკლისი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. კრიზისის დაწყებიან დღემდე ათასობით ადამიანი აგრძელებს ტაძრებში თავისუფლად სიარულს. ეკლესია უარს ამბობს, საკუთარი ჩვეულებები შეცვალოს. მღვდლები ზიარების ჩატარებას საერთო კოვზის გამოყენებით განაგრძობენ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

 

BBC ხაზს უსვამს, რომ საქართველოში კორონავირუსი ორ სასულიერო პირს დაუდასტურდა, თუმცა, ამის მიუხედავად სააღდგომო ღვთისმსახურება მაინც ჩატარდა.

წაკითხვა 501 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.