ნავთულუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და არტეფაქტების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი, რომლის განმარტებით, ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, 17 წლის წინ დასრულდა.

 

თუმცა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნავენ, დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არ მოუმართავს არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მსგავსი სამუშაოების შესასრულებლად.

 

„ბოლო ორი დღეა სოციალური ქსელითა და მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ნავთლუღში მდებარე წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და არტეფაქტების დაზიანების შესახებ.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი.

 

როგორც მამა ისე განმარტავს, ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებმაც დღეს ასეთი ხმაური გამოიწვია, 17 წლის წინ დასრულდა. გარდა ამისა, ასევე დეკანოზის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტაძრის ინტერიერის ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები (ე.წ. მეტლახი). სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.

 

თუმცა, აქვე გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს; დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არ მოუმართავს არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად.

 

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ბრძანა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლა და უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისიის მიერ განისაზღვრება კონკრეტული დრო და ქმედებები, თუ როდის და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა და აღმოიფხვრას ყველა დარღვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 472 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.