ამ გვერდის ამობედვა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს ზეიმობს.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს.

 

სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 

ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!”.

 

ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება - მთას ღრუბელი ადგება.

წაკითხვა 408 ჯერ