ხილის კურთხევის ტრადიცია
არქიმანდრიტი იოანე ( მჭედლიშვილი):
(ფერისცვალება 2017 წ).
- პირველნაყოფის (ხილის) კურთხევის ტრადიცია რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე სრულდება ტაძრებში სათავეს ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე ეპოქაში იღებს. გვახსენდება კაენის და აბელის მსხვერპლის შეწირვა. კაენმა მიწის ნაყოფი მიიტანა რომელიც არ შეიწირა უფალმა აბელის კი შეიწირა. ("და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭურვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე.)
შემდეგ ეპოქასი უკვე ეგვიპტიდან გამოხსნილ ისრაელიანებს ძველ აღთქმის პერიოდში ევალებოდათ პირველ ნაყოფის მირთმევა ტაძარში.
- უნდა აიღო ყოველი პირველნაყოფი მიწისა, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, მოათავსო კალათში და წახვიდე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი თავისი სახელის დასამკვიდრებლად. (მეორე რჯული 26:2)
თანამედროვე ეპოქაშიც ხილის კურთხევის ტრადიცია სხვა არაფერია თუ არა მადლიერების გამოხატვა უფლის წინაშე. ფერისცვალების პერიოდი ხომ სწორედ ის პერიოდია რა დროსაც განსაკუთრებული სისავსით ყველა ხილის ნაყოფის მოპოვება და მირთმევა შეგვიძლია უფლისათვის.
თავად ფერისცვალებაც ხომ უდიდესი დრესასწაულია სულისა და ჩვენი სულიერი ფერისცვალების აუცილებლობის გახსენება.
უფალი ბრძანებს ვერ გადავა ეს მოდგმა ანუ ვერ გაიმარჯვებს ადამიანი ბოროტზე თუ არა მარხვითა და ლოცვით. სიმბოლურია ისიც რომ ფერისცვალების დღესასწაული მარხვის პერიოდს ემთხვევა ყოველთვის. ასე რომ ვინც არ იბრძვის ის ყოველთვის დამარცხებულია. ვისაც როგორ შეგვიძლია ისე ვიბრძოლოთ (ვიმარხულოთ) და დედაღვთისმშობლის და უფლის სიყვარული გამოვხატოთ ამით.
- შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. შენ კი, ამაო კაცო, იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია."(იაკობი 2)
გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს რომ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ სიკეთისკენ ეცვალოს ფერი. ამინ.
ღმერთს ებარებოდეთ.
სიახლეები
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი
- "საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა, მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ცემას, დარბევას - მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - თაკო ჩარკვიანი
- Anonymous-ი საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს"
- "გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც!" - თინა ბოკუჩავა
- სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს